Saturday, October 7, 2017

ტრენინგის მეცხრე დღე

ტრენინგის  მეცხრე დღეს თითოეულმა ჩვენგანმა წარმოადგინა საკუთარი პროქტის პორტფოლიო, ერთმანეთს მივეცით რეკომენდაციები, რჩევები მივიღეთ ქალბატონ შორენესგან  და სრულყოფილი სახით ავტვირტეთ ბლოგზე.
    გაწეული შრომისთვის დიდი მადლობა ქალბატონ შორენას!
პროექტის პორტფოლიო

ტრენინგის მერვე დღე

ტრენინგის მერვეს შევიტანეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე მორგებული აქტივობები, რომელსაც გამოვიყენებთ სსმ მოსწავლეებთან ნიჭიერ მოსწავლეებთან და ენობრივი ბარიერის მაქონე მოსწავლებთან. მოსწავლეთა მხარდაჭერის დოკუმენტებს გავეცანით და მოვათავსეთ ჩვენს დოკუმენტში.გავეცანით მენეჯმენტს და ფასილიტაციას.

Saturday, September 30, 2017

ტრენინგის მეშვიდე დღე

    ტრენინგის მეშვიდე დღეს მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის კრიტერიუმები ჩამოვაყალიბეთ;ჯგუფური მუშაობის შეფასების და თანატოლთა უკუკავშირის შაბლონი  ჩამოვაყალიბეთ..ეს ყველაფერი გეგმაში გადავიტანეთ.

Sunday, September 24, 2017

ტრენინგის მეექვსე დღე

     ტრენინგის მეექვსე დღეს შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი- ბუკლეტი,რომელიც დამეხმარება გავიგო, თუ რა სიძნელეებს შეიეძლება წააწყდეს მოსწავლე.უნდა გავითვალისწინო, რომ დავალების მიცემის წინ მოსწავლეს უნდა  მივუთითო კრიტერიუმები, გამოსაყენებელი ვებ- გვერდის მისამართები. ესევე ვისაუბრეთ მათემატიკურ მაგალითებზე.  გეგმაში შევავსეთ წინარე ცოდნა.
  ტრენინგის ბოლო რამდენიმდე  წუთი კი დავუთმეთ გეგმაში  პროცედურების დეტალურად გაწერას.

Saturday, September 23, 2017

ტრენინგის მეხუთე დღე

ტრენინგის მეხუთე დღეს ვიმუშავეთ პრეზენტაციის მიზანზე, რამაც მეტად დამაფიქრა ,  სწორად მაქვს თუ არა დაგეგმილი პროექტი, ასევე ერთმანეთს მივეცით რჩევები სენდვიჩის მეთოდით; ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე და ბოლო რამდენიმე წუთი მივუბრუნდით პროექტის გეგმას.
 ტრენინგის მეხუთე დღე საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა ჩემთვის, ამისთვის მადლობა ქალბატონ  შორენას.